26 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
შოკირებული ვარ ჩემი ზოგიერთი გუშინდელი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით, თითქოს „ჰამასის“ ტერაქტებს ვამართლებ - ანტონიო გუტერეში

შოკირებული ვარ ჩემი ზოგიერთი გუშინდელი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით, თითქოს „ჰამასის“ ტერაქტებს ვამართლებ, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მედიასთან განაცხადა, სადაც უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გამოთქმულ განცხადებებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

როგორც გუტერეშმა აღნიშნა, იგი გმობს " ჰამასის" თავდასხმას ისრაელზე.

„შოკირებული ვარ ჩემი ზოგიერთი გუშინდელი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით. თითქოს, მე „ჰამასის“ ტერაქტებს ვამართლებ, ეს სიცრუეა. პირიქით, გუშინდელი გამოსვლისას, მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ცალსახად ვგმობ „ჰამასის“ მიერ საშინელ და უპრეცედენტო ტერორისტულ თავდასხმას ისრაელზე. ვერაფერი გაამართლებს მიზანმიმართულ მკვლელობებს, მოქალაქეთა გატაცებებს და სამშვიდობო ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმებს. ნამდვილად, მე ვისაუბრე პალესტინელი ხალხის მწუხარებაზე და ვციტირებ – „პალესტინელი ხალხის მწუხარება ვერ ამართლებს „ჰამასის“ საშინელ თავდასხმებს“, – განაცხადა გუტერეშმა.

შეგახსენებთ, რომ გუტერეშის გამონათქვამმა, რომ „პალესტინელი ხალხი უკვე 56 წელია, რაც მგუდავ ოკუპაციას განიცდის“ ისრაელის აღშფოთება გამოიწვია.

დღის ამბები