26 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
"სებ-ის გადაწყვეტილება ლოგიკური და თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისია" - ოთარ ნადარაია

"ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით, ჩვენი მოლოდინების შესაბამისია. მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტემპი გრძელდება, თუმცა ტემპი დამოკიდებულია იმ მოვლენათა განვითარებაზე რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. ნელი ტემპი სავსებით ლოგიკურია, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ახალი გამოწვევები. მიუხედავად იმისა, რომ მაკროეკონომიკური გარემო არ გაუარესებულა და სახეზეა სავალუტო შემოდინებების ნორმალიზება, სებ-ის გადაწყვეტილება გარე ფაქტორების გათვალისწინებით სრულიად გასაგებია“ - ასე აფასებს "თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რეფინანსირების განაკვეთის 10%-ზე დატოვებასთან დაკავშირებით.

"საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ეროვნული ბანკის განმარტებით, შედარებით გაზრდილი გაურკვევლობა, ასევე გაზრდილი დაკრედიტება და საწვავის ფასებზე მზარდი წნეხი ქმნის ვითარებას, რომლის პირობებშიც მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკა უფრო ფრთხილი ნაბიჯებით შემსუბუქდეს.

შეგახსენებთ, რეფინანსირების განაკვეთი 0,25%-ით სებ-მა წინა მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე, 13 სექტემბერს შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.

დღის ამბები