ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის საქმეზე, კინო-პროდიუსერი თიკო ნადირაშვილი გამოკითხეს. ნადირაშვილმა გამოძიების კითხვებს სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.
თიკო ნადირაშვილი, ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 29 სექტემბერს, თბილისში ჩატარებულ ტრენინგს ესწრებოდა, რომელიც "კანვას საქართველომ", USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში გამართა. ნადირაშვილი სწორედ ამ ტრენინგზე დასწრების გამო გამოჰკითხეს.