26 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
თბილისში მქონდა შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ვისაც ვესაუბრე, ყველა ძლიერად ადვოკატირებდა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას - პაველ ჰერჩინსკი

როგორც ევროკავშირის ელჩს, თბილისში მქონდა შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, აკედემიური სფეროს წარმომადგენლებთან, მეცნიერებთან. არავის, ვისაც მე შევხვდი, არ ჰქონია არგუმენტაცია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ უნდა მისცენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის გუშინდელ განცხადებაზე.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, ყველა, ვისაც ესაუბრა, დაწყებული მმართველი პარტიიდან, ასევე ყველა ოპოზიციური პარტია ძლიერად ადვოკატირებდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

"8 ნოემბერს ყველა ნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს საქართველოსთვის. ეს იქნება სუფთად დამსახურებაზე დაფუძნებული მოხსენება. იქნება აღწერა, სად მიაღწია საქართველომ პროგრესს, ასევე, სად არის საჭირო მეტი პროგრესის მიღწევა. ეს ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. უშუალოდ გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი ქვეყნები და ჩემთვის ძალიან რთულია თქმა, რა შედეგი იქნება. რაც შემიძლია გითხრათ, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს 27 წევრი ქვეყანა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ერთსულოვნად“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები