26 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
თბილისი აბრეშუმის გზის ეკონომიკური ფორუმის მასპინძლობისთვის მზადაა - მოსამზადებელი სამუშაოები დღეს ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერა

თბილისი მზადაა, აბრეშუმის გზის ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლოს. 26-27 ოქტომბერს, დედაქალაქი 60 ქვეყნის 2 ათასამდე დელეგატს მიიღებს, რომლებიც ვაჭრობისა თუ ბიზნესის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტისა თუ ციფრული ინოვაციების საკითხებზე იმსჯელებენ - გაფორმდება პარტნიორული მემორანდუმები.

ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერა, რომელიც ამბობს, რომ წლევანდელ ფორუმს მაღალი ინტერესი გამოარჩევს. თბილისში, სპეციალურად ამ დღისთვის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებს ელოდებიან. ფორუმს დაესწრებიან უნგრეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, იაპონიის, სერბეთისა თუ სპარსეთის ყურის ქვეყნების მინისტრთა კაბინეტის წევრებიც.

ღონისძიება 2019 წლის შემდეგ პირველად ტარდება.

დღის ამბები