26 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: "მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის” 2023 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსით, საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და 142 ქვეყნიდან 48-ე ადგილზე აიწია

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის 2023 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 142 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზე აიწია და უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირის წევრ ორ და ნატო-ს წევრ ხუთ სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

,,ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშამდე რამდენიმე დღით ადრე, კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს საქართველოს ლიდერობას. "მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის” 2023 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსით, საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და 142 ქვეყნიდან 48-ე ადგილზე აიწია. აღნიშნული კვლევით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის ორ და ნატოს ხუთ წევრ სახელმწიფოს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ამ უდავო ფაქტების ოფიციალური დადასტურება უნდა გახდეს. კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ევროკავშირის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენია. ჩვენ ვამაყობთ ამ მიღწევებით და მოწინავე პოზიციებით, რაც საქართველოს და მისი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს გამოხატავს. აღქმების დამახინჯებით ბევრი ცდილობს ამ მიღწევების დაკნინებას. თუმცა, ყველა ეს ძალისხმევა უშედეგო იქნება,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

Image

 

დღის ამბები