პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას კანცელარიის კუთვნილ ერთ-ერთ ავტომობილში, სათვალთვალო მოწყობილობა იპოვეს, - ამის შესახებ პოლონური მედია სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, მოწყობილობა ავტომობილის გეგმური შემოწმების დროს აღმოაჩინეს.
„შესაძლოა, ეს ავტომობილი ამ მოწყობილობით რამდენიმე თვე გადაადგილდებოდა, ის არაერთხელ იყო პრეზიდენტის კორტეჟის შემადგენლობაში, მათ შორის დუდას უკრაინაში ვიზიტების დროს“, - განაცხადა დაცვის სამსახურის თანამშრომელმა.
მედიის ცნობით, პრეზიდენტი ამ ავტომობილით არ სარგებლობდა.