26 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
როგორ შეიძლება, ელენე ხოშტარიასგან, რომელიც რუბლებით სუნთქავს და "გირჩი - მეტი თავისუფლებისგან," რომელიც ჩახდილი დარბოდა, ბულინგი მიიღო - კახა კალაძე

ეგეთი რაღაცები უნდა "გაატარო" და, უბრალოდ, გაერთო, - ასე პასუხობს დედაქალაქის მერი ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძის ონლაინ-პლატფორმაზე გამოქვეყნებული სიის შესახებ დასმულ კითხვას. 

კახა კალაძის თქმით, ამ ორი ადამიანისგან, შექება უფრო სანერვიულოა, ვიდრე - ბულინგი.

"არ ვიცი, ზურაბ-გირჩმა და ელენე ხოშტარიამ როგორ უნდა დაგაბულინგონ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. პირიქით, მაგით უნდა გავერთოთ. მათ რომ პოზიტიური ილაპარაკონ ჩვენზე, პოლიტიკოსებზე, ან ნორმალურ, პატიოსან ადამიანზე, ეს უნდა იყოს სირცხვილი. ასეთ ქმედებებს როცა ახორციელებენ, ეს უნდა იყოს საამაყო. როგორ შეიძლება, ელენე ხოშტარიასგან, რომელიც რუბლებით სუნთქავს და "გირჩი - მეტი თავისუფლებისგან," რომელიც ჩახდილი დარბოდა, მიიღო ბულინგი. უნდა გაიხუმრო, ეგეთი რაღაცები "გაატარო" და უბრალოდ, გაერთო," - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიასთან შექმნეს პლატფორმა, სადაც, მათი თქმით, "რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა ციფრულ ფორმატში შეინახება."

 

დღის ამბები