გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის განცხადებით, მიმდინარე ომის შესახებ, ორგანიზაციის გენერალური მდივნის შენიშვნების გამო, ისრაელი გაერო-ს ოფიციალურ პირებზე ვიზების გაცემაზე უარს იტყვის.
”მისი კომენტარების გამო, უარს ვიტყვით გაერო-ს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. ვიზაზე უკვე უარი ვუთხარით გენერალური მდივნის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსს. დადგა დრო, რომ მათ გაკვეთილი ვასწავლოთ “, - ამბობს ერდანი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა: „მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. პალესტინელი ხალხი 56-წლიანი მახრჩობელა ოკუპაციის ქვეშაა. მათ დაინახეს, რომ მათი მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება; მათი ეკონომიკა დაიხრჩო; მათი ხალხი განიდევნა და მათი სახლები დაინგრა. მათი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა”.