26 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
"სოლიდარობა ირაკლი ბებუას!" - საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართა
"სოლიდარობა ირაკლი ბებუას!" - ამ სახელწოდებით, მხარდამჭერი აქცია საქართველოს პარლამენტთან გაიმართა. რუსთაველის გამზირზე, ბებუას ოჯახის წევრებთან ერთად, სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები შეიკრიბნენ.
 
მათი თქმით, ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და, მის გასათავისუფლებლად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ე.წ. ამნისტია, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ორ თვეში ამოქმედდება, ირაკლი ბებუას არ შეეხება.
 
ირაკლი ბებუა, ორი წლის წინ, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დროშის დაწვისთვის დააკავეს - მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დღის ამბები