26 ნოემბერი 2024,   04:55
ვრცლად
პარტნიორებმა გაგვიზიარეს შეშფოთება, რომ ოპოზიციის მხარეს არიან კონკრეტული ოპოზიციური ფიგურები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა გადაიდოს - ხათუნა სამნიძე

ვინ უშლის ხელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას? ოპოზიციაში სტატუსის მიღების მოწინააღმდეგეთა არსებობის შესახებ ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე ალაპარაკდნენ. როგორც დეპუტატები ამბობენ, ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც შესაბამისი გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღებას აფერხებენ. კონკრეტული პირების დასახელებას ოპოზიციონერები ერიდებიან, თუმცა ამბობენ, რომ, მსგავსი ქმედებით, ისინი ქვეყნის მომავალს საბოტაჟს უწყობენ. 

პარტია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებში არსებობენ ადამიანები, ვისაც ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ სურს.
 
"პარტნიორებმა გაგვიზიარეს შეშფოთება, რომ ოპოზიციის მხარეს არიან კონკრეტული ოპოზიციური ფიგურები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა გადაიდოს. გვჭირდება სტატუსი, რომ ქვეყანა არ დარჩეს რუსეთის პირისპირ. მოვუწოდებ, შეწყვიტონ ამ ადამიანებმა მსგავსი გზავნილების გაზიარება. საჭიროა და აუცილებელია საქართველოდ ისმოდეს ერთიანი გზავნილი სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. იმ ადამიანებს, ვინც საჯაროდ აცხადებენ, რომ ქვეყანამ სტატუსი არ უნდა მიიღოს, კატეგორიულად ვემიჯნები და პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა აკეთებენ სხვა ტიპის განცხადებებს პარტნიორებთან მოვუწოდებ, რომ ეს შეწყვიტონ", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
დღის ამბები