26 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, უმეტესად, გვესმის, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ, რადგან 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა - მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან პოზიტიური გზავნილებია. 

„ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, უმეტესად, გვესმის უპირობო მხარდაჭერის დაპირება, რომ ისინი დეკემბერში საქართველოს მხარს დაუჭერენ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ შარშანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით არ იყო სამართლიანი და ეს უნდა გამოსწორდეს დეკემბერში. მეორე მხრივ, არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელთაც აქვთ კითხვები და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მათ დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ. ძალიან ხშირად, მათი კითხვები გამოწვეულია ჩვენი ოპონენტების მხრიდან მიწოდებული მცდარი ინფორმაციებით, რაც ძალიან აზიანებს საქართველოს ინტერესებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები