26 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
ჯაფარიძისა და ხოშტარიას ციფრულ პლატფორმაზე მატებაა - ჩამონათვალში მოსამართლეები, სამართალდამცველები, ჟურნალისტები და ის დეპუტატებიც კი მოხვდნენ, რომელთაც მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დააინიცირა

ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ციფრულ პლატფორმაზე მატებაა - განახლებული სია ჯაფარიძე-ხოშტარიამ საკუთარ პლატფორმაზე, დღეს, ბორდის ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ გამოაქვეყნა. ამჯერად "დროასა" და გირჩი - მეტი თავისუფლების" ჩამონათვალში მოსამართლეები, სამართალდამცველები, ჟურნალისტები და ის დეპუტატებიც კი მოხვდნენ, ვინც მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში დააინიცირა. ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძის მტკიცებით, ციფრულ ბაზაში ატვირთული ყველა პირი, საქართველოში რუსულ ინტერესებს ატარებს.

"მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც ჯაფარიძე-ხოშტარიას ციფრულ პლატფორმაზე მოხვდა, "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" ახლა, ამ ფორმით, სახელმწიფო უწყებებისა და საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული პირების დისკრედიტაციას ცდილობენ. ეკა სეფაშვილი ელენე ხოშტარიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და მოუწოდებს, სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებაზე საუბრის დროს, აქცენტი საკუთარ ფინანსურ სარგებელზე გააკეთოს.

ხოშტარია-ჯაფარიძის წამოწყების ფორმები არ მოსწონთ არც ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის აქტივობაში პოლიტიკური პარტია არ უნდა მონაწილეობდეს.

საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებსა და სახელმწიფოს ინსტიტუტებზე ზეწოლის მცდელობაა მმართველი პარტიისთვის ხოშტარია-ჯაფარიძის იდეის მიზანი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ, ამ ფორმით, "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" დაპირისპირების საფრთხეს ქმნიან.

ახალი ციფრული პლატფორმა ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ რამდენიმე კვირის წინ შექმნეს. მონაცემებს ბაზაში იდეის ავტორები ყოველკვირეულად აახლებენ.

 

 

 

 

დღის ამბები