ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი უკვე დაწყო. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილის და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის შეხვედრა.
იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც დღეს ბრიუსელში ვრცელდება, სავარაუდოდ, 8 ნოემბერს გასაჯაროვდება ევროკომისიის ანგარიში.
ევროკომისიას გაწერილი აქვს 12 პრიორიტეტი. იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯი გადადგას, სწორედ ამ 12 პუნქტის იმპლემენტაცია იყო დავალებული ევროკომისიის მხრიდან.
პასუხისმგებლობა კი ამ ანგარიშზე, სწორედ ოლივერ ვარჰეის დეპარტამენტს აქვს დავალებული.