26 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
"ჰამასის" ბარბაროსობა ემუქრება ებრაელებს, ახლო აღმოსავლეთს, ევროპას, მსოფლიოს, "ჰამასი" უნდა განადგურდეს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

"ჰამასის" ბარბაროსობა ემუქრება ებრაელებს, ახლო აღმოსავლეთს, ევროპას, მსოფლიოს - "ჰამასი" უნდა განადგურდეს. ეს განცხადება ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"როგორც მეორე მსოფლიო ომში, როდესაც ფრანგებმა მხარი დაუჭირეს ანტინაცისტურ წინააღმდეგობას, დღეს საერთაშორისო საზოგადოება ერთიანდება ისრაელის მხარდასაჭერად. "ჰამასის" ბარბაროსობა ემუქრება ებრაელებს, ის ემუქრება ახლო აღმოსავლეთს, ევროპასა და მსოფლიოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავანადგუროთ "ჰამასი" ღაზაში. ღაზა ისლამური სახელმწიფოს ანკლავია," - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

 

დღის ამბები