26 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
რუსეთის ლიდერმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნა გამოაცხადა, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის ლიდერმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნა გამოაცხადა, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი პრაღაში "ყირიმის პლატფორმის" საპარლამენტო სამიტზე ონლაინ სიტყვით გამოვიდა.

მისი თქმით, რუსეთის სამხედრო ფლოტი ვეღარ ახერხებს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირებას და თანდათან გარბის ყირიმიდან. 

"რუსეთის საზღვაო ძალებს აღარ შესწევს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირების ძალა და თანდათან გარბის ყირიმიდან. ეს ისტორიული მიღწევაა. ცოტა ხნის წინ, რუსეთის ხელმძღვანელი იძულებული გახდა შავი ზღვის ფლოტის, უფრო სწორად მისი ნარჩენების ახალი ბაზის შექმნა გამოეცხადებინა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან რაც შეიძლება შორის, მაგრამ მათ ყველგან მივწვდებით", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

დღის ამბები