26 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა უკვე ჩატარებული - ირაკლი შოთაძე

საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა უკვე ჩატარებული, სხვა დეტალებზე კი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

მისი თქმით, ფარცხალაძეს 2013 წლის შემდეგ საქართველოს პროკურატურასთან კავშირი არ აქვს და ვინც საწინააღმდეგოს ამბობს, სპეკულაციას ეწევა, რადგან ამის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება. რამდენიმე დღის წინ, ხსენებული საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა გამოძიების დეტალებზე, ეს გამოძიება მიმდინარეა და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. მეტ დეტალზე, რაც ისაუბრა საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა ვინც გამოძიებას აწარმოებს, მე ვერ ვისაუბრებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

2013 წლიდან, ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შემხებლობა აღარ აქვს საქართველოს პროკურატურასთან, მას შემდეგ, რაც ის გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და არც შეიძლება, რომ ჰქონდეს. ამის არანაირი ფაქტი არ არსებობს და ეს უბრალოდ სპეკულაციაა. შეხვედრები ყოფილა საჯარო ღონისძიებებზე, ჩვენ გვქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. ჩვენი სამსახურებრივი ურთიერთობა არის საჯაროდ ცნობილი ფაქტი და ამის შესახებ ყველამ ძალიან კარგად იცით", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

დღის ამბები