თბილისში საქართველოს პროკურორთა კონფერენცია მიმდინარეობს. პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, საპროკურორო საბჭოს 5 ახალ პროკურორ წევრს აირჩევენ.
იგეგმება 2015 წელს დამტკიცებულ რეგლამენტში ცვლილებების შეტანაც. კონფერენციაზე პროკურორები მოხსენებებით წარსდგებიან.