უკრაინაში ომი გრძელდება. ქვეყანაში ღამით ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაშის სიგნალი ბალისტიკური იარაღითა და დრონებით შესაძლო თავდასხმის გამო გავრცელდა.
რუსულმა ძალებმა, სუმის ოლქის 3 დასახლება დაბომბეს, დაფიქსირდა 48 აფეთქება.
უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე 400 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.