26 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
ომის მე-18 დღე ახლო აღმოსავლეთში - ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 5000-ს აჭარბებს

ახლო აღმოსავლეთში უკვე 18 დღეა ომია. ისრაელი ადასტურებს, რომ "ჰამასმა" ტყვეობიდან კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. ისინი ასაკოვანი ქალები არიან და ცნობილია, რომ მათი ქმრები კვლავ ტყვეობაში რჩებიან. ისრაელის ოფიციალური ინფორმაციით, "ჰამასს" 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, დაღუპულთა რაოდენობა ანკლავში 5000-ს აჭარბებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანში, "ჰეზბოლას" ობიექტებზე საჰაერო იერიში განახორციელეს. მათივე ინფორმაციით, საპასუხო დარტყმები, ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელზე გაშვებული ჭურვების გამო მიიტანეს.

გაერო-ს ცნობით, ღაზაში კიდევ 20 ჰუმანიტარული სატვირთო მანქანის კოლონა შევიდა. მიუხედავად ამისა, ტერიტორიაზე საკვების, წყლისა და საწვავის მარაგი კვლავ კრიტიკულად დაბალია.

დღის ამბები