კატარისა და ეგვიპტის შუამავლობის შედეგად, "ჰამასის" პატიმრობიდან კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლეს. ინფორმაციას CNN ისრაელის მხრიდან საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, ამ ეტაპზე გათავისუფლებული მძევლები ისრაელის მოქალაქეები არიან, იმავე წყაროს ინფორმაციით, ორივე ქალია და ისინი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადაეცათ. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ს ისრაელის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობა ოფიციალურად არ უდასტურებს და მათი მხრიდან კომენტარი არ კეთდება.