26 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ვაზისუბნის ერთ-ერთ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები გამგეობამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო - თბილისის მერია

ვაზისუბანში, კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ისნის გამგეობამ აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები, დროებით, სასტუმროში გადაიყვანა.

"ისნის რაიონში, ვაზისუბნის I მ/რ-ის N8 კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები, ადგილობრივმა გამგეობამ, დროებითი, საცხოვრებლით უზრუნველყო. ამ ეტაპისთვის, სასტუმროში გადაყვანილია ყველა ოჯახი, ვინც დაბინავებაზე თანხმობა განაცხადა.

ამასთან, კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები