26 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მწვანე შუქი აუნთო - კანონპროექტი რატიფიცირებისთვის პარლამენტს გადაეგზავნა

თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მწვანე შუქი აუნთო და კანონპროექტი რატიფიცირებისთვის ქვეყნის პარლამენტში გადააგზავნა. ინფორმაცია დღეს რეჯებ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციამ დაადასტურა.

თურქეთი ალიანსში შვედეთის შეყვანას რამდენიმე მიზეზით აჭიანურებდა. მათ შორის იყო სტოკჰოლმის რბილი მიდგომა ქურთისტანის მუშათა პარტიასთან და სხვა ჯგუფებთან, რომლებსაც ანკარა საფრთხედ მიიჩნევს. ერდოღანის გაღიზიანება გამოიწვია სკანდინავიურ სახელმწიფოში ყურანის არაერთხელ დაწვის ფაქტმაც.

შვედეთის გაწევრიანების დოკუმენტი ჯერ არ აქვს რატიფიცირებული ნატოს კიდევ ერთ წევრს - უნგრეთს. ფინეთის შემდეგ შვედეთი ალიანსის 32-ე წევრი გახდება.

დღის ამბები