26 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, ერთ-ერთი მოქალაქე ფანჯრიდან გადმოვარდა

ვაზისუბანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ-ერთი მოქალაქე ფანჯრიდან გადმოვარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა ყვება.

აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილები. არსებული ვერსიით, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე, სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებელი აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაზიანდა პირველ და მესამე სართულებზე მდებარე ბინებიც.

ვაზისუბანში რამდენიმე საათის განმავლობაში იყო მობილიზებული პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რომლებმაც ცეცხლის კერის ლოკალიზება მალევე შეძლეს.

ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს საცხოვრებლით უზრუნველყოფენ. უკვე მიმდინარეობს
ოჯახების აღწერა.



დღის ამბები