26 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
მურმან დუმბაძის პოსტი კანდიდატის სტატუსზე - ემიჯნებიან თუ არა მას საკუთარი პარტიის წევრები ენმ-დან და რას აცხადებენ მმართველ გუნდში

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მურმან დუმბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის. მისი სიტყვებით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, 20/30 გარანტირებულია, რაც კატასტროფა იქნება.

საკუთარი პარტიის საარჩევნო ბლოკის წევრის განცხადებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს ანა წითლიძე, რომელიც ამბობს, რომ მურმან დუმბაძეს პოზიცია პარტიასთან არ შეუთანხმებია. თავად მურმან დუმბაძე მედიასთან არ გამოჩენილა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მურმან დუმბაძეს უახლოეს წარსულს ახსენებენ და ამბობენ, რომ ის ოპოზიციის დესტრუქციულ სურვილებს ღიად ახმოვანებს.

მურმან დუმბაძის პოზიციას, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც გაემიჯნონ. დეპუტატების ნაწილმა მის პოსტზე კომენტარის გაკეთება საერთოდ არ ისურვა, ნაწილმა კი, დუმბაძის პოზიციას მავნებლური უწოდა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტებს არ სურთ საქართველომ კანდიდატის სტატუსი "ქართული ოცნების" პირობებში მიიღოს. უმრავლესობისთვის სტატუსის ხელის შემშლელი ყველა მეთოდი და მოქმედება ანტისახელმწიფოებრივია.

ქვეყანა კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას წლის ბოლოს ელოდება.

დღის ამბები