თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალს, ახალი სივრცეები ემატება. ამასთან დაკავშირებით "ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი ავიაკომპანიების, სასაზღვრო პოლიციის, საავიაციო უშიშროების და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
პროექტის თანახმად, აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი ფართოვდება, იზრდება საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობაც. გაფართოვდება უშიშროების შემოწმების ზონაც.
პროექტის ღირებულება, 2 200 000 ლარს შეადგენს და ის 2024 წლის თებერვალში დასრულდება.