26 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
ძლიერი აფეთქება ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში - ადგილზე ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები მუშაობენ

თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში ძლიერი აფეთქების ხმა იყო.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია.

ამ წუთებში ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მიმდინარეობას ხანძრის სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები.

დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

დღის ამბები