26 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიციირებული სამი ქარის და ხუთი ჰიდრო ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება განიხილეს

მთავრობის სხდომაზე 16 საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიციირებული სამი ქარის და ხუთი ჰიდრო ელექტროსადგურის პროექტი, რომელთა განხორციელებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში იგეგმება.

მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ენერგეტიკული პროექტების დადგმული სიმძლავრე, ჯამურად 250 მეგავატზე მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია 400 მილიონ დოლარს აჭარბებს.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ ახალი მხარდაჭერის მექანიზმი შემოიღო, რომელიც დეველოპერებს ინვესტიციების განხორციელების და მოზიდვის უკეთეს პირობებს სთავაზობს.

"ენერგეტიკული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ, ახალი მხარდაჭერის მექანიზმი შემოვიღეთ, რომელიც ინვესტორებსა და დეველოპერებს ინვესტიციების განხორციელების მოზიდვის უკეთეს პირობებს სთავაზობს, დამატებით გარანტიებს ქმნის იმისთვის, რომ განახლებად ენერგიის წყაროებისგან გვქონდეს წარმატებული პროექტები", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები