26 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
"სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის" ეროვნული კამპანიის ფარგლებში, სამედიცინო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის" ეროვნული კამპანიის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლებლების ხელმძღვანელობასა და სტუდენტებთან მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარი თემა სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობა და საჭიროება იყო. სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ სისხლის უანგარო დონაციის შესახებ ცნობიერების კვლევაშიც. 50-ზე მეტმა სტუდენტმა ადგილზე გაიღო სისხლი.

დღის ამბები