26 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
9 თვეში საქართველოს 5.6 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2023 წლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

2023 წლის 9 თვეში საქართველოში 5.6 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-სექტემბრის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

2023 წლის I-III კვარტალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობით ირკვევა, რომ პანდემიამდე პერიოდის მონაცემების თითქმის 80 პროცენტიანი აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 43%-ია.

მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

დღის ამბები