26 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებს მივაკუთვნებთ, ორივეს ევროკავშირის წევრობა სურს, მიზანშეწონილი არ არის ვარაუდი, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება - ოლაფ შოლცი

ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებს მივაკუთვნებთ. ორივე მათგანს ევროკავშირის წევრობა სურს. ამიტომაც, მიზანშეწონილი არ არის, ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამოცემა "შპიგელთან" ინტერვიუში განაცხადა, სადაც ახალი საიმიგრაციო ზომების შესახებ ვრცლად ისაუბრა.

კითხვაზე, უნდა აქცევდეს თუ არა გერმანია მეტ ყურადღებას იმას, ვინ შედის ქვეყანაში და ვის აძლევენ დარჩენის უფლებას, გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რომ ისინი, უკვე დიდი ხანია, ამას აკეთებენ, თუმცა ახლა უფრო ზუსტ დიფერენცირებას განახორციელებენ.

რაც შეეხება ამ რიცხვის შემცირებას, კანცლერი აღნიშნავს რომ გერმანია აძლიერებს ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა ნაკლებმა შეძლოს ევროპაში შემოსვლა.

"ჩვენ ევროკავშირში შევთანხმდით ახალ სოლიდარობის მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველივე ქვეყანაში, რომელშიც შევლენ, გერმანიაში გაშვების ნაცვლად. სანაცვლოდ, ისინი სამართლიანად გადანაწილდებიან მთელ ევროპაში. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო თვეებში ევროპარლამენტი დაამტკიცებს ამ მექანიზმს," - აცხადებს შოლცი.

 

დღის ამბები