26 ნოემბერი 2024,   04:58
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში არსებობს ჩვენს ჯარებსა და ხალხზე თავდასხმების გამწვავების სერიოზული საფრთხე - ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია - აშშ-ის თავდაცვის მდივანი

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შემდეგ, ისრაელში უკვე საფრანგეთისა და ნიდერლანდების პირველ პირებს ელოდებიან. მანამდე კი შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ისრაელის მხარდაჭერა. აღინიშნა ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, თუმცა აქვე თელ-ავივს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისაკენ მოუწოდეს.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები "შეშფოთებულია პოტენციური ესკალაციის გამო" ახლო აღმოსავლეთში.

"ჩვენ ახლახან ვნახეთ რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმები ერაყსა და სირიაში ჩვენი ჯარების ბაზებზე. შეშფოთებული ვართ პოტენციური ესკალაციის გამო. რასაც ვხედავთ, არის ის, რომ არსებობს ჩვენს ჯარებსა და ხალხზე თავდასხმების გამწვავების სერიოზული საფრთხე და, ამის გამო, ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ჯარები კარგ მდგომარეობაში და დაცულები არიან.

როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა ადრე განაცხადა და როგორც თქვენ გსმენიათ, თუ რომელიმე ჯგუფი ან ქვეყანა ფიქრობს, რომ ეს კონფლიქტი გააფართოოს და ისარგებლოს ამ ძალიან სამწუხარო სიტუაციით, ჩვენი რჩევაა, ნუ გააკეთებთ ამას. ჩვენ ვინარჩუნებთ თავდაცვის უფლებას და არ მოვერიდებით შესაბამისი ზომების მიღებას," - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

 

 

დღის ამბები