26 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს

აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს თეირანში იკრიბებიან. ისრაელის ომის ფონზე, ირანში "3+3"-ის ფორმატში შეხვედრა ტარდება.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საუბრის ძირითად თემად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაა.

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული ძალების სამხედრო სპეცოპერაციის შემდეგ, ეს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრაა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმატის სათაური - "3+3" საქართველოსაც გულისხმობს, ქვეყანა თეირანის "შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებს" - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

"მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის ინიციატორი თურქეთის პრეზიდენტია. პირველი შეხვედრა აღნიშნულ ფორმატში 2021 წელს შედგა და საქართველო არც მაშინ მონაწილეობდა.

დღის ამბები