საზღვარგარეთ სწავლა ბევრ ადამიანს აუხდენელ ოცნებად მიაჩნია, თუმცა ეს შეუძლებელი ნამდვილად არ არის. თუ საზღვარგარეთ სწავლა გინდათ, პირველი ნაბიჯი სასურველი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიებაა. საქართველოში სწავლის დაფინანსების არაერთი წყარო არსებობს.
საქართველოს თითქმის ყველა პარტნიორი ქვეყნის საელჩოს აქვს სპეციალური პროგრამები. მაგალითად: ამერიკის საელჩოს მოსწავლეებისთვის- ფლექსი. სამაგისტრო და სადოქტორო ეტაპისთვის ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა. დიდ ბრიტანეთში სწავლის გაგრძელების მსურველებს კი დაფინანსების მოპოვება ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამით შეუძლიათ. სტიპენდიები სრულად ფარავს სწავლის, ცხოვრების, მგზავრობის და ვიზის ხარჯებს.
2014 წელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, შეიქმნა განათლების საერთაშირისო ცენტრი, რომელიც ახალგაზრდებს საზღვარგარეთ, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლას უფინანსებს. ამ დრომდე ცენტრმა 1200-ზე მეტი სტუდენტი დააფინანსა.
სტიპენდიანტებს "კურიერი P.S."-ის რეპორტაჟში გაიცნობთ.
ავტორი: ნანა გოგატაძე