ქუჩის მხატვრობა და პოსტსაბჭოთა არქიტექტურა, რომელიც ხელოვანებმა საგამოფენო სივრცედ აქციეს - თბილისში რიგით მე–5 საიუბილეო მურალ ფესტივალი მიმდინარეობს.
დედაქალაქის ქუჩებს ქართველი და უცხოელი მხატვრების მიერ შესრულებული 8 ნამუშევარი შეემატა. ნახატების ნაწილი დასრულებულია, ნაწილზე კი ხელოვანები ისევ მუშაობენ.
ფესტივალის მიზანია საქართველო ქუჩის ხელოვნების კუთხით მიმზიდველი გახდეს.