ეთნოგრაფიულ მუზეუმში პროექტის "ამღერებული მუზეუმი" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტის მიმდინარეობისას, რამდენიმე თვის განმავლობაში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ სხვადასხვა კუთხის ფოლკლორი და დასწრებოდნენ ქართული სიმღერის გაკვეთილებს.
დასკვნით ღონისძიებაზე ანსამბლებმა "დიდგორმა" და "მარგალიტმა" მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ღონისძიება კულტურის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.