რომის პაპი ისრაელსა და ღაზის სექტორს მოუწოდებს, კონფლიქტი შეწყვიტონ. პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ის შეშფოთებული და დამწუხრებულია ომით უკრაინაში, ასევე, პალესტინასა და ისრაელს შორის არსებული კონფლიქტით.
რომის პაპის თქმით, ომი ყოველთვის დამარცხებაა და ის მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდებს.
"კიდევ ერთხელ ვფიქრობ იმაზე, რაც ხდება ისრაელსა და პალესტინაში. ძალიან შეშფოთებული და დამწუხრებული ვარ. ვლოცულობ ყველა დაზარალებულისთვის, მძევლებისთვის, დაშავებულებისთვის, დაღუპულებისთვის და მათი ოჯახებისთვის. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, რომ გაგრძელდეს ჰუმანიტარული დახმარება და გათავისუფლდნენ მძევლები. წამებულ უკრაინაზეც ვფიქრობ. ომი ყოველთვის დამარცხებაა. ეს არის ადამიანთა ძმობის განადგურება. ძმებო, გაჩერდით," - აცხადებს რომის პაპი ფრანცისკე.