26 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
"პუტინის ახალი უზარმაზარი გაზის პროექტის საფასური დასავლეთმა გადაიხადა"- "ფორინ პოლისი"
"პუტინის ახალი უზარმაზარი გაზის პროექტის საფასური დასავლეთმა გადაიხადა" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "ფორინ პოლისი". სტატიის ავტორ ყურადღებას რუსეთის პროექტის "არტიკ ელ ენ ჯი 2"-ის დაფინანსებაზე ამახვილებს, რომელიც ციმბირში, აირის მოპოვებასა და თხევადი გაზის წარმოებას ითვალისწინებს. სტატაში წერია, რომ აპრილში ევროკავშირმა რუსეთში თხევადი გაზისთვის საჭირო აღჭურვილობის ექსპორტი აკრძალა.
 
ამის მიუხედავად, პროექტის პირველი ეტაპისთვის საჭირო ტვირთები ქვეყანაში დროზე ჩავიდა, რის შესახებაც პუტინმა მურმანსკში განაცხადა. ავტორის თქმით, გასული 9 თვის განმავლობაში, დასავლური კომპანიების პროექტში ჩართულობის შესახებ მტკიცებულებები ანტიკორუფციულმა სამსახურმა მედიასაშუალებებს მიაწოდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსული პროექტი მუშაობს ევროპიდან და ამერიკიდან მიღებული აღჭურვილობის წყალობით, რომელიც რუსეთში, უკრაინის ომის მიმდინარეობის დროს ჩადიოდა.
 
ტვირთები ქვეყანაში მას შემდეგაც მოძრაობდა, რაც ევროკავშირმა მის ექსპორტზე სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. სტატიის მიხედვით, რუსეთის საბაჟოს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, არტიკ ელ-ენ -ჯი 2-ის მშენებელმა კომპანიამ ევროპიდან 400 მილიონი დოლარის საფასურის აღჭურვილობის შეტანა შეძლო.
დღის ამბები