26 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 4 651-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 4,651-მდე გაიზარდა, დაჭრილია 14,245-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას CNN პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს სპიკერის, აშრაფ ალ-ქიდრის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა 266 ადამიანი, მათ შორის 117 ბავშვი.

მისივე ცნობით, სამინისტრომ 1,450 შეტყობინება მიიღო დაკარგულთა შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდნენ, მათგან 800 ბავშვია.

 

 

დღის ამბები