26 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
პრეზიდენტ ბაიდენს გულწრფელ მადლობას ვუხდი ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის, მომზადდა უკრაინის თავდაცვითი და ეკონომიკური მხარდაჭერის ახალი გრძელვადიანი პაკეტი - ზელენსკი

უკრაინის ხელისუფლება ბრძოლას პოლიტიკურ ფრონტზეც განაგრძობს და მსოფლიოს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს სთხოვს. სწორედ ახალ დახმარებებზე ისაუბრა ქვეყნის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

"პრეზიდენტ ბაიდენს გულწრფელ მადლობას გადავუხდი ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის. მომზადდა უკრაინის თავდაცვითი და ეკონომიკური მხარდაჭერის ახალი გრძელვადიანი პაკეტი, ჩვენი ხალხისა და თავისუფლების დასაცავად. მჯერა, რომ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ ყველა თავისუფალი ერი მოელის ამერიკის ერთიანობას, ჩვენს მხარდაჭესათან დაკავშირებით. ამერიკის ლიდერობა მსოფლიოსთვის აუცილებელია. მადლობელი ვარ კონგრესის ორივე პარტიის, რომელსაც ეს ესმის და მხარს უჭერს ჩვენი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის," - ამბობს ვოლოდიმერ ზელენსკი

დღის ამბები