ღაზის სექტორში გვიან ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად "ჰამასის" სარაკეტო ძალების უფროსის მოადგილე და ათობით ტერორისტი მოკლეს - ამის შესახებ CNN ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელ, დანიელ ჰაგარზე დაყრდნობით წერს.
ჰაგარის ცნობითვე, ღაზაში მძევლად მყოფთა რიცხვი 212-ს შეადგენს.