ღაზის სამხრეთ ნაწილში, ბოლო ინფორმაციით, სპეციალურად მოწყობილ კარვების ქალაქებში 40 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქის განთავსება მოხდა. რაც შეეხება ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას, ღაზას სექტორში სურსათი კრიტიკულ ზღვარზეა, ასევე მედიკამენტები და სასმელი წყალი.
ღაზას სექტროში 20 სატვირთო მანქანას საზღვრის კევთის ნება დართეს. ეგვიპტის მხრიდან, რაფაჰის გამშვები პუნქტიდან პირველი ჰუმანიტარული ტვირთი შევიდა.
მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი, სინდი მაკკეინი ამბობს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის პროცესი უნდა გაგრძელდეს.
"საზღვრის გადაკვეთის ნება დართეს 20 სატვირთო მანქანას. მოხარულები ვართ რომ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა ეს არ შეიძლება იყოს ბოლო კოლონა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს პროცესი. იქ მილიონობით ადამიანია რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება, მედიკამენტები და საკვები," - ამბობს სინდი მაკკეინი.