26 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
ეს არის თავისუფლების შეზღუდვა, დიახ, უნდა დაედოს ვეტო - პაატა მანჯგალაძე "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში" ცვლილებებზე

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში" ცვლილებები, მმართველმა პარტიამ დემონსტრაციების დროს უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოითხოვა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებები დაიწუნა და კონსტიტუციური უფლება იმპიჩმენტის პროცედურის განხილვამდე ერთი დღით ადრე გამოიყენა.

სიახლე მიუღებელია ოპოზიციისთვის, რადგან ფიქრობენ, რომ ამით გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტო უნდა დადებულიყო, რადგან ის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

მისივე თქმით, ვეტოს მიუხედავად "სტრატეგია აღმაშენებელსა" და "ნაციონალურ მოძრაობას" სალომე ზურაბიშვილს მაინც არ ენდობიან.

"ეს არის თავისუფლების შეზღუდვა. დიახ, უნდა დაედოს ვეტო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე საერთო სამოქმედო გეგმა გვაქვს ჩვენ და სალომე ზურაბიშვილს. "ნაციონალურ მოძრაობასა" და "სტრატეგია აღმაშენებელს" სალომე ზურაბიშვილის მიმართ აქვს მინიმალური ნდობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ არის გათავისუფლებული. არანაირი გეგმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად არ გვაქვს. ვეტო დაიძლევა იმიტომ, რომ 76 ხმა ჭირდება და "ქოცნი" ბევრნი არიან", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია "ლელოს" წევრის გრიგო გეგელიას განცხადებით, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც შეკრებასა და მანიფესტაციას ეხება ანტიდემოკრატიულია.

"პრეზიდენტის ვეტო აბსოლუტურად გამართლებულია. ისეთი ტიპის ფუნდამენტური კონსტიტუციის თავისუფლება, რომელიც შეკრების და ასოცირების თავისუფლება ნებისმიერი ტიპის შეზღუდვის დაწესება არის ანტიდემოკრატიულია. შეკრებისა და ასოციაციის თავისუფლება კანონის ფარგლებში არის აბსოლუტურად უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული თავისუფლება, რომელიც არ უნდა დარეგულირდეს არცერთი კუთხით", - განაცხადა გრიგო გეგელიამ.

დღის ამბები