ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო.
ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას - „დარგე ხე" სკოლის მოსწავლეებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ. ნარგავების მოვლა-პატრონობაზე მოსწავლეები თავად იზრუნებენ.
ღონისძიების მიზანი ტყის მოვლა-აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.