26 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
არაერთი სამართლებრივად დაუსაბუთებელი ვეტო ვიხილეთ, ესეც შემდეგი ნაბიჯია პრეზიდენტის მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში" ცვლილებების შესახებ

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში" ცვლილებები, მმართველმა პარტიამ დემონსტრაციების დროს უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოითხოვა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებები დაიწუნა და კონსტიტუციური უფლება იმპიჩმენტის პროცედურის განხილვამდე ერთი დღით ადრე გამოიყენა.

სიახლე მიუღებელია ოპოზიციისთვის, რადგან ფიქრობენ, რომ ამით გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.

მმართველი გუნდი კი ისევ პრეზიდენტისა და ოპონენტების პოზიციების თანხვედრაზე მიუთითებს და ამბობს, რომ ზურაბიშვილის ვეტო არეულობის მხარდაჭერას ნიშნავს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვეტო დაედო კანონპროექტისთვის სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები წინააღმდეგობის გაწევის სურვილით არის განპირობებული.

"რთულია განსაზღვრო რას ემსახურება პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, მათ შორის ესეც. არაერთი ვეტო ვიხილეთ, რომელიც სამართლებრივად დაუსაბუთებელი იყო, ესეც შემდეგი ნაბიჯია მისი მხრიდან. მისი ბოლოდროინდელი ქმედებები წინააღმდეგობის სურვილით არის განპირობებული მეტი არაფრით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები