26 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ირაკლი ჩიქოვანი აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაზე - ხაზს უსვამს საქართველოს როლს საერთაშორისო ურთიერთობებში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საკითხი აქტუალურია საერთაშორისო დღის წესრიგში.

„სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაჟღერდა. ყველას კარგად აქვს წარმოდგენილი, რომ ეს სამიტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმატი, რომელიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის. ეს არის სტრატეგიული სამიტი, რომელზეც სტრატეგიული საკითხები არის განხილული. ჩვენთვის მისასალმებელია და მოლოდინიც მქონდა, რომ აღნიშნული მხარდაჭერა იქნებოდა გამოხატული საბოლოო დოკუმენტში. ის, რომ მკაფიოდ არის გამოხატული მხარდაჭერა დოკუმენტში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენი ევროპული ევრო პერსპექტივის მიმართ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს საკითხი არის აქტუალური საერთაშორისო დღის წესრიგში. ჩვენ მკაფიოდ და ნათლად ვხედავთ, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ასევე ევროკავშირში საქართველო არის მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის მნიშვნელოვანი საკითხი და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მსოფლიოში ასეთი დიდი გამოწვევები არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები