ნახევარი საათით გახსნილი რაფახის სასაზღვრო გამშვები პუნქტი - ომის მეთხუტმეტე დღეს, ღაზის სექტორმა პირველი ჰუმანიტარული ტვირთი მიიღო. პირველ დახმარებას პირველი კრიტიკაც მალევე მოჰყვა. "ჰამასი" უკმაყოფილოა. დღეს ისრაელმა განმარტა, რომ ისინი არ დაუშვებენ საწვავის შეატანას რაზის ტერიტორიაზე.
როდის დაიწყებს ისრაელი სახმელეთო ოპერაციას, თარიღი ტყვეთა განთავისუფლების საკითხმა უნდა განსაზღვროს.
ტერორისტულმა ორგანიზაციამ ამერიკის ორი მოქალაქე უკვე გაათავისუფლა, თუმცა ტყვეთა რაოდენობა ისევ მზარდია.
"ჰამასს" მიწისქვეშა ლაბირინთებში 210 ადამიანი ჰყავს. ისრაელი ამ დრომდე და დღესაც, მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდებს, ღაზის ტერიტორია დატოვონ.
"ჰამასმა" დღეს გაავრცელა მუქარა, რომ სარაკეტო თავდასხმა უფრო მასიურ სახეს მიიღებდა საღამოს საათებში. ისრაელის მოქალაქეები აპირებენ, რომ ამ თავდასხმას მშვიდად შეხვდნენ და ფანჯრებთან ისრაელის ჰიმნი შეასრულონ.
ავტორი: მიხეილ ხეცოიძე.