"ნაპოლიმ" სერია A-ს მე-9 ტურში ვერონა ანგარიშით 3:1 დაამარცხა, მატჩის მთავარი გმირი კი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც დღეს ორი გოლის ავტორი გახდა. 22 წლის ქართველმა პირველი გოლი 43-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მეკარეს კუთხეში დაურტყა, 55-ე წუთზე კი, სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ კვარაცხელიამ ზუსტად დაარტყა და ანგარიში 3:0 გახადა.
"ნაპოლის" 77-ე ნომერი 77-ე წუთზე შეცვალეს. ქომაგებმა ქართველი ფეხბურთელი ოვაციებით გააცილეს. "ნაპოლის" 9 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზეა.
"ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას მილანის წინააღმდეგ გამართავს, თუმცა მანამდე, 24 ოქტომბერს ბერლინში, "უნიონთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელის.