ირაკლი ფარჯიანი იყო პირველი, ვინც ქართულ მხატვრობაში რელიგიურ თემას შეეხო. დაახლოებით 50 წლის წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, როდესაც რელიგიაზე საუბარიც კი აკრძალული, იყო ხელოვანმა სახარებების გადაწერა დაიწყო. ირაკლი ფარჯიანის მიერ გადაწერილი და დასურათებული სახარების ფაქსიმილიე გამოცემები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარმოდგენილი.
იოანესა და მარკოზის სახარება ორი განსხვავებული კალიგრაფიითაა გადაწერილი. სახარებები უნიკალურია ფერებითაც, მათ მისაღებად მხატვარი ოქროსა და ვერცხლის პიგმენტებს იყენებდა და შემდეგ სპეციალური ტექნიკით ამუშავებდა. რელიგიურ თემამდე დედის გარდაცვალებამ მიიყვანა და, 21 წლის ასაკში, საეტაპო ნამუშევრები შექმნა.
ირაკლი ფარჯიანის სახარებები შვეიცარულ-გერმანულმა კომპანიამ უახლესი ტექნოლოგიური საშუალებით ფაქსიმილედ - ანუ დედნის იდენტურ, ხელნაკეთ ვერსიად აქცია. ფაქსიმილე გამოცემები არის ექსკლუზიური, რადგან ოჯახის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ერთხელ დაამზადეს და ეს აღარ განმეორდება.
საბჭოთა საქართველოში ირაკლი ფარჯიანის მიერ შექმნილ "სახარებების" უნიკალურ ნამუშევრებს, 22 ოქტომბრის ჩათვლით, ფრანკფურტის ბაზრობაზე მსოფლიო გაიცნობს.