26 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ფეხბურთის ლეგენდა, ბობი ჩარლტონი გარდაიცვალა

ფეხბურთის ლეგენდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში, ბობი ჩარლტონი, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჩარლტონმა ინგლისის ნაკრებში 106 მატჩი ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა, რაც, იმ დროისთვის, მისი ქვეყნისთვის, რეკორდული მაჩვენებელი იყო.

ბობი ჩარლტონი საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ნახევარმცველად.

დღის ამბები